სიმებიან ხემიანი საკრავები



                                                                ჭიანური (ჭუნირი)
ასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
ჭიანური-ის სურათის შედეგი
ჭიანური — ქართული ხალხური ხემიანი საკრავი. იგი ერთ-ერთი არქაული საკრავია ქართულ ინსტრუმენტარიუმში. გავრცელებულია სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). XX საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური — სამიანი.

საკრავის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხემიანი საკრავი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: კორპუსის, ტარისა და დამხმარე ნაწილთაგან. ბგერათწარმოება ხემით ხდება. ყველა კუთხეში გავრცელებულ ხემიან საკრავებს ბევრი რამ აქვთ საერთო. კერძოდ, დამახასიათებელია საცრისებური კორპუსი, მასში გაყრილია ტარი, ძუის სიმები, კანიფოლი, ხემი. მათ წყობაც ერთნაირი აქვთ. სვანური ჭუნირის და თუშური ჭიანურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივეა ხევსურული ჭიანურის წყობაც. მეცნიერთა აზრით რაჭულ ორსიმიან ჭიანურს უნდა პქონდეს კვარტული და არა ტერციული წყობა. ეს წყთბა ასახულია სხვა კუთხეების ჭიანურების განაპირა სიმებზე. ანალოგიური წყობა აქვს ორსიმიან ხემიან სავრავს აფხაზურ აფხარცას. რაჭული ჭიანურის სახით საქმე გვაქვს ქართული ხემიანი საკრავის განვითარების ადრინდელ ეტაპთან.
ხემიანი საკრავი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: კორპუსის, ტარისა და დამხმარე ნაწილთაგან. ბგერათწარმოება ხემით ხდება.
სვანური „ჭუნირის“ კორპუსი (სვ. კარვა, ნიშნავს საცერს) საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი (სვ. ფაშ), რომელიც მიმაგრებულია თასმებით. კორპუსი ქვემოდან ღიაა. სახელური (სვ. მჷხარ, ჭვემ = სახელურს, ტარს) მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის.
დამხმარე ნაწილებს შეადგენენ,. მოქლონები, ჯორა, კორა, ფეხი.
1. მოქლონები (ჭვინთ) ჩადგმულია თავზე გვერდიდან გაკეთებულ ნახვრეტში. მათი რაოდენობა სამია. ისინი ცალ მხარეს არიან განლაგებულნი.
2. ჯორა (ჩა̈ჟ, წელ, ჩაჟელდ) წარმოადგენს პატარა მრგვალ ჩხირს, რომლის ორივე ბოლოზე გაკეთებულია ჭდეები და მასზე მიმაგრებულია კორა.
3. კორა (სვ. თა̈კულდ) ტყავისაა ან კანაფის. მისი ერთი ბოლო მიმაგრებულია ჯორაზე, მეორე კორპუსის ბოლოზე გამოშვერილ ფეხზე. მისი სიგრძეა 194.
4. ტარის ბოლოზე მიმაგრებულია სიმები.
სიმები (სვ. ძჷა, ჯილარ) ძუისაა.
ხემი (ხემა̈დ) მშვილდისებურია, მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩასასმელად.
რაჭული „ჭიანურის“ კორპუსი (რაჭ. რკვალი) ნავისებურია. გამოთლილია მთლიანი ხისაგან, ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6 მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. სეირა), რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა მხარეზე გაყრილი კანაფით.
ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება.
დამხმარე ნაწიღიებია მოქლონები და ფეხი.
ფეხი წარმოადგენს კორპუსის ბოლოს შვერილს, რომელზეც სიმის ბოლოები მაგრდება.
ხემი (რაჭ. კაკვი) შვილდისებურია.
ამგვარად, სვანური ჭუნირისა და რაჭული ჭიანურისათვის დამახასიათებელია კორპუსზე გადაკრული ტყავის არსებობა. ჭუნირი მრგვალი, საცრისებურია, ხოლო ჭიანურის კორპუსი ნავისებური. „მრგვალი კორპუსი“ აქვს ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს, ხოლო ნახევრადმრგვალი გურულ ჭიანურს.

საკრავის წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭული ჭიანური ორსიმიანია. დ. არაყიშვილის ცნობით, მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობაა სეკუნდურ-ტერციული (e fis a), ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს. გურული ჭიანურის წყობაა (დ. არაყიშვილის ცნობით) კვარტა-კვინტური (დო-ფა-სოლ) და არა დო-მი-სოლი. უტყუარი მასალის უქონლობის გამო, შეუძლებელია დავადგინოთ ამ უკანასკნელი წყობის სისწორე. მაგრამ, გამორიცხული არ არის გურულ ჭიანურზე სწორედ ასეთი წყობის არსებობა (ეს წყობა ხომ გურული ჩონგურის გრძელი სიმების წყობაა).
სვანური ჭუნირის სიმების სახელწოდებებად სიმღერის ხმების სახელები გვაქვს. I სიმს ეწოდება კივა̈ნ (ე. ი. მაღალი ხმა), II-ს (შუა სიმს) — მაჟოღ (ე. ი. დამწყები) და მესამეს — ბა̈ნ (ბანი). ჩონგურის მსგავსად, აქაც სიმთა სახელწოდებანი სიმების რეგისტრული მდებარეობის მაჩვენებელია.
ჭუნირის აწყობისას სვანი შემსრულებლები ჯერ აწყობენ I და II სიმს. შემდეგ II-III-ს. აწყობა მთლიანად სმენის კორექტივს ემყარება. ასეთივე აწყობის წესი დავადასტურეთ თუშ შემსრულებლებთან ქვემო ალვანში. დიაპაზონია სექსტა.

ჭუნირისა და ჭიანურის ტემბრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ხემიან საკრავს დაკვრის დროს აქვს ფლაჟოლეტური ბგერები, მოგვყავს სპექტრული ბგერების სპექტროგრამები და მათი ანალიზის შედეგები.
1. ბგერა e (III სიმით, 165 რხ/წმ) ფორმანტული ცენტრების გადატანით სანოტო სისტემაზე სპექტრი წარმოგვიდგება ამგვარად:
ჭიანური ნოტა.jpg

Comments