სიმებიანი საკრავები
სიმებიანი საკრავები
სიმებიანი საკრავები (ქორდოფონები) — მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერის წყაროა დაჭიმული სიმები. ბგერის სიმაღლეს ცვლის სიმის დამოკლება (მაგალითად ვიოლინოზე) ან მუდმივად გარკვეულ სიმაღლეზე აწყობილი (საკრავის დიაპაზონის ფარგლებში) სიმები (მაგალითად ფორტეპიანო). სიმებიანი საკრავების უმრავლესობა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისაგან, ხოლო ბგერის ძირითადი გამომცემი, დეკა, ე. წ. სარეზონანსო ნაძვისან ფიჭვისაგან. ლითონი, ჩვეულებრივ (სიმების გარდა), გამოიყენება მხოლოდ მექანიზმის დასამაგრებელი დეტალებისათვის. სიმებიანი საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩამოსაკრავი, დასარტყმელი, დასარტყმელ-კლავიშებიანი, და შამოსაკრავ-კლავიშებიანი საკრავები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 347, თბ., 1985 წელი.
ფანდური
ფანდური | |
---|---|
![]() | |
კლასიფიკაცია | სიმებიანი |
ფანდური — ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში.
ტერმინ ფანდურს ვხვდებით X საუკუნის წერილობით წყაროებში. ფანდურის ტიპის სიმებიანი საკრავი აქვთ სხვა ხალხებსაც (სომხ. „ფანდირნი“, სპარს. „თანბური“, უკრ. „ბანდურა“, არაბ. „ტონბურა“ და სხვა). საქართველოში ფანდურს ზოგჯერ ჩონგურსაც უწოდებენ. ფანდური სამსიმიანია. ვხვდებით ორსიმიან ფანდურსაც (ხევსურეთში).
ფანდურის წყობაა მცირე ტერცია I და II სიმებს შორის და დიდი სეკუნდა II და III სიმებს შორის. ფანდურზე მიიღება მეტად თავისებური წყობის კილო (ტერცია და სექსტა ნეიტრალურია). ძირითადად იყენებენ სოლო ან მრავალხმიანი სიმღერის თანხლებისათვის. თუმცა მასზე შეიძლება დამოუკიდებელი ნაწარმოების (უმთავრესად საცეკვაო მელოდიები) შესრულება.
Comments
Post a Comment